რუსეთმა ქვეყანაში შესვლა 7 გარდაცვლილ აშშ-ის მოქალაქეს აუკრძალა
,,ნეტგაზეთი.გე” წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების საპასუხოდ რუსეთმა ქვეყანაში შესვლა 963 ამერიკელს აუკრძალა, მათ შორის 7 გარდაცვლილია. აკრძალვის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ, 21 მაისს გაავრცელა.
“ვაშინგტონი მტრული ქმედებების საპასუხოდ, რაც ბუმერანგივით მოქმედებს თავად აშშ-ზე, მიიღებს სათანადო წინააღმდეგობას. რუსული კონტრსანქციები იძულებით ხასიათს ატარებს და მიმართულია იმისკენ, რომ ამერიკის მმართველმა რეჟიმმა, რომელიც ცდილობს მსოფლიოში ნეოკოლონიალური “წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის” დამყარებას, საკუთარი ქცევა შეცვალოს და ახალი გეოპოლიტიკური რეალობა აღიაროს”, – წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გარდაცვლილებს შორის, რომელთაც რუსეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა არიან:
1. ჯონ მაკ-კეინი (გარდაიცვალა 2018 წელს)
2. ჰარი მეისონ რიდი (გარდაიცვალა 2021 წელს)
3. ორინ ჰეჩი (გარდაიცვალა 2022 წელს)
4. ელსი ჰესტინგსი (გარდაიცვალა 2021 წელს)
5. მელისა დრისკო (გარდაიცვალა 2018 წელს)
6. სტივენ ო’ნილი (გარდაიცვალა 2018 წელს)
7. ჯერემი სივიტსი (გარდაიცვალა 2022 წელს)
ამასთან, სიაში, სადაც ის ადამიანებია ჩამოთვლილი, ვისაც რუსეთმა ქვეყანაში შესვლა “სამუდამოდ აუკრძალა”, ასევე მითითებულია ზემოთ ჩამოთვლილი 5 ადამიანის გარდაცვალების თარიღიც.