მთავარისაზოგადოება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები სამხედრო უნივერსიტეტს ეწვივნენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მომზადების, სამხედრო განათლებისა და პერსონალის მართვის დეპარტამენტების დელეგაცია სამუშაო ვიზიტით სომხეთში იმყოფება.

19 მაისს დელეგაციის წევრები მიიღო სრ თავდაცვის სამინისტროს ადამიანის უფლებათა და ზნეობის განმტკიცების ორგანიზების ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა გევორგ მარტიროსიანმა.

შეხვედრისას მნიშვნელობა მიენიჭა თავდაცვის სფეროში სომხურ-ქართული თანამშრომლობის გაგრძელების უზრუნველყოფას, ზნეობის განმტკიცების სფეროში გამოცდილების გაცვლას. განიხილეს შეიარაღებულ ძალებში ზნეობის გასაძლიერებლად გაწეული სამუშაო, თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები.

დელეგაციის წევრები ასევე ეწვივნენ სრ თავდაცვის სამინისტროს ვ. სარგსიანის სამხედრო უნივერსიტეტს, გაეცნენ „კარგი მმართველობა – მორალის განმტკიცება“ საგნის სწავლების  გეგმის დანერგვის პროცესს და მეთოდოლოგიას.

ნახეთ მეტი
Back to top button