საზოგადოება

სომხეთის ტურიზმის კომიტეტმა სომხეთის ახალი ტურისტული ბრენდი წარადგინა

სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის კომიტეტმა წარმოადგინა სომხეთის ახალი ტურისტული ბრენდი, რომელიც განასახიერებს სომხეთის უძველეს მემკვიდრეობას, მშრალ ბუნებას, კლდოვან პეიზაჟებს, ასევე ქვეყნის სტუმართმოყვარეობას, მდიდარ კულინარიულ კულტურას. ეს ყველაფრი ხელმისაწვდომობა ვიზიტორებისთვის.

როგორც “არმენპრესი” იტყობინება, ბრენდის ახალი სლოგანი – “Armenia, The Hidden Track” (სომხეთი –  იდუმალი ბილიკი“) და მდიდარი ვიზუალური იდენტობა ხაზს უსვამს სომხეთის განსხვავებულ ხასიათს.

„ნებისმიერი ბრენდისთვის, განსაკუთრებით ტურისტულისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია  მკაფიო პოზიცია, რომელიც ასახავს მის უნიკალურ შემოთავაზებას. ჩვენ გვინდოდა მიგვეღო  ახალი, დინამიური ბრენდი, რომელიც მოიზიდავს საერთაშორისო აუდიტორიას. AHA Collective Creative Studio-მ სწორედ ეს შექმნა”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან კერობიანმა.

სომხეთის ახალი ტურისტული ბრენდი შეიქმნა AHA Collective Creative Studio-ს მიერ ერევანში, ევროკავშირის ინოვაციური ტურიზმის-ტექნოლოგიის განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელსაც მახრი დაუჭირა ევროკავშირმა და გერმანიის   ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომ.

ნახეთ მეტი
Back to top button