მთავარიპოლიტიკა

არარატ მირზოიანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა სერგეი ლავროვთან

23 მაისს სომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.

სატელეფონო საუბარი შეეხო 2020 წ.  9 ნოემბრის,  2021 წლის 11 იანვრისა და  26 ნოემბრის სამმხრივი განცხადებების დებულებების შესრულებისას.

სომხეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დემარკაციისა და საზღვრის უსაფრთხოების კომისიის შექმნასთან დაკავშირებული საკითხები. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში ეკონომიკური კავშირებისა და სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვას.

მინისტრმა მირზოიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის რესპუბლიკის პოზიცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების შესახებ.

ასევე განიხილეს სომხეთ-რუსეთის თანამშრომლობის ორმხრივ და მრავალმხრივ დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები, გაცვალეს აზრები სამოკავშირეო ურთიერთობების შემდგომი გაძლიერებისკენ მიმართულ ნაბიჯებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button