მთავარიპოლიტიკა

სომხეთი ჯანდაცვის მსოფლიო ანსამბლეის (WHA)  გენერალური კომიტეტის წევრად პირველად დანიშნეს

ჯანდაცვის მსოფლიო 75-ე ასამბლეის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკა პირველად დაინიშნა გენერალური კომიტეტის წევრად. ამის შესახებ ინფორმაციასსომხეთის  ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

7 დღიანი ოფიციალური ვიზიტით ჟენევაში მყოფ სომხეთის დელეგაციას ჯანდაცვის მინისტრი ანაჰიტ ავანესიანი ხელმძღვანელობს.

გენერალური კომიტეტი შედგება 25 წევრისაგან. კომიტეტი გენერალურ დირექტორთან კონსულტაცირების შემდეგ ასრულებს ქვემოთჩამოთვლილ ფუნქციებს:

  • განსაზღვრავს სესიის დროს ყველა პლენარული სხდომის, მთავარი კომიტეტების სხდომების, ყველა კომიტეტის სხდომის ადგილსა და დროს;
  • სხდომაზე წყვეტს თითოეული პლენარული სხდომის მუშაობის დღის წესრიგს;
  • ჯანდაცვის ასაბლეას  სთავაზობს დღის წესრიგის საკითხებს;
  • საჭიროების შემთხვევაში, კომისიებისთვის გამოყოფილი დღის წესრიგის შემდგომი საკითხები გადააქვს ერთი კომისიიდან მეორეზე;
  • აკეთებს  მოხსენებას დღის წესრიგში დამატებების შესახებ;
  • კოორდინაციას უწევს ყველა ძირითადი კომიტეტის მუშაობას;
  •  ღებულობს  სხდომის გადადების გადაწყვეტილებას;
  •  ხელს უწყობს სხდომის რეგულარულად ჩატარებას.
ნახეთ მეტი
Back to top button