
სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტის“ განუცხადა.
მისი თქმით, 2021 წლის სომხეთის საპარლამენტო არჩევნებმა მომიტინგეების მიერ დასმულ ყველა კითხვას უპასუხა. ვიცე -პრემიერის თქმით, არ არსებობს წინაპირობები სხვადასხვა სცენარის, მათ შორის ახალი არჩევნების ჩატარების პროგნოზირებისთვის.
„აბსოლუტურად დემოკრატიულმა, თავისუფალმა და ლეგიტიმურმა საპარლამენტო არჩევნებმა სომხეთში 2021 წლის ივნისში გასცა პასუხი ყველა კითხვაზე, რომელიც ახლა ბადებს უმცირესობის საპროტესტო მოძრაობას“, – თქვა გრიგორიანმა და უპასუხა რა კითხვას, ჩაატარებს თუ არა ხელისუფლება ვადამდელ არჩევნებს.
რუსული სააგენტო აღნიშნავს, რომ სომხური ოპოზიცია პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით 25 აპრილიდან საპროტესტო აქციებს მართავს.