საზოგადოება

კორტნი კარდაშიანის ქორწილი დიზაინერმა დააფინანსა, რომელმაც ცნობილ კლანს “მსოფლიოში ყველაზე იაფი” უწოდა.

Dolce & Gabbana მოდის სახლი ტელევარსკვლავ კორტნი კარდაშიანის და მუსიკოს ტრევის ბარკერის ქორწილის სპონსორი გახდა. ცერემონია „ოლივეტის“ მამულში გაიმართა, რომელიც ბრენდის დამფუძნებლებს ეკუთვნის, მიუხედავად იმისა, რომ ბრენდის ერთ-ერთმა დიზაინერმა სტეფანო გაბანამ ოჯახი სოციალურ ქსელებში საჯაროდ გააკრიტიკა, წერს News Week.

ბარტერული ღონისძიება იტალიაში, პორტოფინოში გაიმართა და სასტუმროს, ვილების, იახტების დაქირავებას, ფრენებს და სხვა ხარჯებს ითვალისწინებდა, რომელიც  იტალიურმა კომპანიამ სრულად დაფარა. გარდა ამისა, ახალდაქორწინებულთა და ყველა დამსწრის სამოსიც ცნობილი ბრენდის მიერ იყო შესრულებული. კარდაშიანი და მისი მედოლე ქმარი გაჩერდნენ იახტაზე “Regina d’Italia”, რომელიც სტეფანო გაბანას ეკუთვნის.

გაზეთი აღნიშნავს, რომ 2018 წელს სტეფანო გაბანამ საჯაროდ გამოთქვა თავისი აზრი ჯენერის დების, კიმ კარდაშიანის და მათი დედის, კრისის ერთობლივი ფოტოს კომენტარებში, რომელიც მათი ერთ-ერთი თაყვანისმცემლის kkwcloset-ის გვერდზე გამოქვეყნდა. იმ დროს მამაკაცმა მათ “მსოფლიოში ყველაზე იაფი” უწოდა. 2015 წელს ბრენდი მრავალი სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა, რის შედეგადაც მოდის სახლი რასიზმსა და ჰომოფობიაში დაადანაშაულეს.

ნახეთ მეტი
Back to top button