პოლიტიკა

კუხო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა განიხილეს სამხედრო უსაფრთხოების გამოწვევებთან და საფრთხეებთან დაკავშირებული საკითხები

24 მაისს ვიდეოკონფერენციის საშუალებით გაიმართა კუხო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა საბჭოს მორიგი სხდომა, რომელსაც ხელმძღვანელობდა სრ თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი.

როგორც ,,არმენპრეს“-ს აცნობეს სრ თავდაცვის სამინისტროდან, მინისტრებმა განიხილეს კოლექტიური უსაფრთხოების რეგიონებში სამხედრო უსაფრთხოების გამოწვევებთან და საფრთხეებთან, ასევე ყაზახეთში კუხო-ს სამშვიდობო მისიის შედეგად ჩამოყალიბებული წინადადებების შესრულების საკითხები.

შეხვედრაზე დამტკიცდა რიგი ერთობლივი წვრთნების დაგეგმვის, საბაზისო სასწავლო-მეთოდური და სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების სისტემის განვითარებისა და დახვეწის, კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის ძალების და საშუალებების შემადგენლობაში რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური  უსაფრთხოების, სამედიცინო უზრუნველყოფის და სხვა საკითხები.

სხდომის დასასრულს, თავდაცვის მინისტრმა კუხო-ს მდივანს შესთავაზა ყველა მიღებულ დოკუმენტზე ხელმოწერის ინდივიდუალურად ორგანიზება.

კუხო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა საბჭოს შემდეგი სხდომა 2022 წლის მეოთხე კვარტალშია დაგეგმილი სომხეთის რესპუბლიკაში, კუხო-ს კოლექტიური უშიშროების საბჭოს სამიტის წინა დღეს.

ნახეთ მეტი
Back to top button