მთავარისპორტი

პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს შეხვდა

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი ფიფას (საერთაშორისო ფეხბურთის ასოციაციების ფედერაცია) პრეზიდენტს ჯანი ინფანტინოს შეხვდა.

პრეზიდენტმა ხაჩატურიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს FIFA-სთან თანამშრომლობას და ცდილობს ხელი შეუწყოს სომხეთში ფეხბურთის განვითარებას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სომხეთში ფეხბურთის განვითარებისთვის გაწეულ მუშაობას და ხაზი გაესვა ფიფას მხარდაჭერას ამ საკითხში.

საუბარი იყო ერევანში დაგეგმილ „ლეგენდების თამაშზეც“.

ნახეთ მეტი
Back to top button