მთავარიპოლიტიკა

სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოთაშორის საზღვარზე ორი ქვეყნის ვიცე-პრემიერების შეხვედრა გაიმართა

სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოთაშორის საზღვარზე ორი ქვეყნის ვიცე-პრემიერების შეხვედრა გაიმართა, იუწყება სრ საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმებების განხორციელების ფარგლებში და შესაბამისი დავალებების საფუძველზე, 2022 წლის 24 მაისს გაიმართა სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის მჰერ გრიგორიანისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის შაჰინ მუსტაფაევის პირველი შეხვედრა – სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციისა და უსაფრთხოების საკითხებზე კომისიების ერთობლივი მუშაობის ფორმატით.

მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა მუშაობა აწარმოონ დემარკაციისა და სხვა შესაბამისი საკითხების, მათ შორის საზღვრის უსაფრთხოების კომისიების ფარგლებში.

განიხილეს კომისიების ერთობლივი საქმიანობის ორგანიზაციულ-პროცედურული საკითხები.

სახელმწიფოთაშორის საზღვარზე გამართულ შეხვედრებთან ერთად მხარეები შეთანხმდნენ კომისიების შემდგომი შეხვედრებისთვის სხვადასხვა პლატფორმების გამოყენების მიზანშეწონილობაზე. კერძოდ, მიღწეულია შეთანხმება მეორე შეხვედრის ჩატარებაზე მოსკოვში, მესამე კი ბრიუსელში.

ნახეთ მეტი
Back to top button