სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სადელიმიტაციო კომისიების მეორე შეხვედრა მომავალ კვირას მოსკოვში გაიმართება

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სადელიმიტაციო კომისიების მეორე შეხვედრა მომავალ კვირას მოსკოვში გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განუცხადა.
”ეს გაიმართება მომავალ კვირას, ვიმედოვნებთ,” – თქვა მან და უპასუხა TASS-ის შეკითხვას.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმებების განხორციელების ფარგლებში, შესაბამისი მითითებების საფუძველზე, 24 მაისს გაიმართა სომხეთის ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანისა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერ შაჰინ მუსტაფაევის პირველი შეხვედრა. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფოთაშორის საზღვარზე – სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიების ერთობლივი მუშაობის ფორმატში.
მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა იმუშაონ საზღვრის სადელიმიტაციო და სხვა შესაბამისი საკითხების, მათ შორის საზღვრის უსაფრთხოების კომისიების ფარგლებში.
მხარეებმა განიხილეს კომისიების ერთობლივი საქმიანობის საორგანიზაციო და პროცედურული საკითხები. მიღწეულია შეთანხმება მეორე შეხვედრის ჩატარებაზე მოსკოვში, მესამე კი ბრიუსელში.