პოლიტიკა

სომხეთში სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს მხოლოდ  უსაფრთხოების სამსახურის  სასაზღვრო ძალები და საბაჟო ორგანოები  გააკონტროლებენ

სომხეთის  ეროვნულმა ასაბლეამ  განიხილა მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დანერგვას, ანუ ეკონომიკური სუბიექტები მიუახლოვდებიან მხოლოდ ერთ ფანჯარას, საგუშაგოებს კი –  მხოლოდ ორი სახელმწიფო ორგანო გააკონტროლებს. როგორც „არმენპრესი“ იუწყება,  „საბაჟო რეგულირების შესახებ“ კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტების პაკეტი პარლამენტის სხდომაზე სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ წოვინარ სოღომონიანმა წარადგინა.

მისი თქმით, პაკეტი მიზნად ისახავს სახელმწიფო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე „ერთი გაჩერება-ერთი ფანჯარა“ პრინციპის დანერგვას.

კერძოდ, გათვალისწინებულია, რომ პასპორტისა და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გააკონტროლებს ეუს-ი, ხოლო საკვების უსაფრთხოებას –  საბაჟო ორგანოები.

ნახეთ მეტი
Back to top button