
25 მაისს 18:00 საათზე სერგეი ფარაჯანოვის მუზეუმში სომხეთში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელებული არტ-პროექტის „ხელოვნება, რომელიც სუნთქავს“ მეორე ნაწილი გაიმართება.
როგორც ,,არმენპრეს“-ს განუცხადეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურში, პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი ვაჰან ბადალიანი წელს აგრძელებს თანამშრომლობას ერევნისა და გიუმრის რამდენიმე მუზეუმთან. თანამშრომლობა კვლავ მიზნად ისახავს მუზეუმების მდიდარი კოლექციების პოპულარიზაციას და დაფასებას.
პროექტის მეორე პრეზენტაცია-ინსტალაცია ფარაჯანოვის მუზეუმში გაიმართება, რომელიც მოიცავს მუზეუმის შენობის ეზოს, ასევე მუზეუმის საგამოფენო დარბაზებს, სადაც რეჟისორის „ბროწეულის ფერის“ სცენები ხელახლა იქნება ნაჩვენები.
შესრულება-ინსტალაციას დაერთვება ამავე სახელწოდების ფილმით შთაგონებული ხმოვანი ეფექტები. ანიმაციური კადრები საუკეთესოდ ასახავს ფარაჯანოვის მიერ შექმნილ პერსონაჟებს და მის შემოქმედებით სულს.
ამ პროექტმა, რომელმაც საზოგადოებაში დიდი აღიარება 2018 წელს მოიპოვა, ერევნის ექვს მუზეუმთან თანამშრომლობით, თავისი ინოვაციური გადაწყვეტილებებითა და შემოქმედებითობით გაამდიდრა ერევნის სამუზეუმო კულტურა.
შესვლა თავისუფალია.