3 სომხურ ავიაკომპანიას არასოდეს უფრენია ერთდროულად, მე-4 მალე შეუერთდება: ფალასიანი

სულ მალე, დაახლოებით ერთ თვეში, სომხეთის ავიაბაზარზე მე-4 სომხური ავიაკომპანია, ეროვნული ავიაკომპანია Fly Arna ფრენას დაიწყებს. გარდა ამისა, ბოლო დროს ჩვენი ქვეყნის ბაზარზე გაიზარდა ახალი ავიაკომპანიების რაოდენობა, არის ახალი მიმართულებები, მათ შორის რეგულარული ფრენები ერევანი-ალმა-ატი, ერევანი-ლარნაკა და ა.შ. ფრენები რუსეთში აღარ არის ყველაზე პოპულარული, სამაგიეროდ გააქტიურდა ფრენები დუბაიში, შარჟასა და ევროპაში. რა ახალი მიმართულებები და ავიახაზები ჩამოვიდა სომხეთში, როგორ გაფართოვდა ფრენების გეოგრაფია? ამის კითხვებე „ჰაილურის“ კორესპოდენტს პასუხს სცემს „სომხეთის ავიაკომპანიის“ წარმომადგენელი სტეფან ფალასიანი.

„მალე ჩვენს ბაზარზე ოპერირებას დაიწყებს ახალი სომხური ავიაკომპანია Fly Arna, ხოლო უცხოური ავიაკომპანიებიდან ფრენები დაიწყო ფრანგულმა Trans Avia-მ. Wizz Air აბუ-დაბიდან რომში ფრენებს სექტემბრის დასაწყისში განაახორციელებს. ადრე ძირითადად, ჩარტერული რეისები იყო, მაგრამ ამ წლიდან, სავარაუდოდ, ისინი რეგულარული გახდება.
ყაზახური ავიაკომპანია Fly Arista სრულიად ახალი კომპანიაა, რომელიც რეგულარულ ფრენებს დაიწყებს ერევანი-ალმათის მიმართულებით. რა თქმა უნდა, რეგულარული ფრენების პარალელურად, გვექნება მოკლევადიანი რეისებიც მხოლოდ ზაფხულის თვეებში“, – ამბობს სტეპან ფალასიანი.

სომხეთში კოვიდ-ის შეზღუდვები მოიხსნა ტესტის გავლისა და პირდაპირი ტრანსპორტირების კუთხით, შეიძლება ითქვას, რომ კოვიდის შემდეგ აღდგენით მეორე ეტაპს გადავდივართ. ავიაკომპანიებს აქვთ სხვადასხვა ინსტრუმენტები, რომლებიც იყენებენ მათ ახალი ავიახაზების მოსანიშნავად, ითვალისწინებენ პოტენციურ ნაკადს, მათ მონიშნეს ერევანი, როგორც საინტერესო და ღია მიმართულება. ზოგადად, ახალი კომპანიების შემოსვლა იმაზე მეტყველებს, რომ სომხეთის მიმართ ინტერესი არსებობს. არასოდეს არ გვქონია 3 სომხურ კომპანიას ერთდროულად ეფრინოს, მე-4 მალე შემოუერთდება. იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალში სომხური ავიაკომპანიები დომინანტი გახდებიან ფრენებში და ეს მოგვცემს დამატებით ნდობას და უსაფრთხოებას ამ სფეროში.