მთავარიპოლიტიკა

ბრიუსელის “საიდუმლოები” ოპოზიციისა და პრემიერ-მინისტრის მიხედვით

სომხეთის პარლამენტში მთავრობასა და დეპუტატებს შორის კითხვა-პასუხის სხდომამ  ოპოზიციის გარეშე ჩაიარა. საპარლამენტო ოპოზიციამ, რომელმაც ქუჩის ბრძოლას აწარმოებს, გადაწყვიტა მონაწილეობა არ მიეღო. უკანასკნელად  ისინი პარლამენტში პრემიერის გადადგომის მოთხოვნის წარსადგენად და პასუხის მოსასმენად მივიდნენ.

ოპოზიციამ გადაწყვიტა დაბრუნდეს პარლამენტში და  ჩამოაყალიბოს მისი დღის წესრიგი.  თავის მხრივ, პრემიერმა ასევე ჩამოაყალიბა ხელისუფლების მიდგომა ოპოზიციის ქუჩის ბრძოლის მიმართ.

თუმცა  უპირველეს ყოვლისა მან  ილაპარაკა ბრიუსელის შემდეგ განცხადებებსა  და მათ არასწორ  ინტერპრეტაციებიზე.

გასულ კვირას ეროვნულ ასამბლეასთან კითხვა-პასუხის დროს ნიკოლ ფაშინიანი შეჰპირდა დამსწრეებს, რომ ბრიუსელის შეხვედრაზე ილაპარაკებდა და ეს დღეც დადგა.

„არა, ჩვენ არ მოვსულვართ და არ  მოგვიტანია ომი, არამედ თქვენ გამოაცხადეთ ომი და წახვედით,  ამ ომის თავიდან აცილების ერთადერთი გზა იყო მიგვეღო აზერბაიჯანის მიერ წამოყენებული ყველა პირობა.  ომი 2016 წლის აპრილში დაიწყო და სერჟ სარგსიანმა ამ ტრიბუნიდან გააკეთა განცხადება,  რომ  ამის შემდეგ იმის იმედი, რომ  ომი არ იქნება არ უნდა გვქონდეს.  ეს არის მთელი ჭეშმარიტება.  ახლა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებების, უსაფრთხოებისა და სტატუსის გადასაჭრელად. ჩვენ ვამბობთ, რომ მშვიდობა არის ჩვენი დღის წესრიგის მთავარი მამოძრავებელი ძალა.  ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული მშვიდობის დამყარება“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ლენა ბადეიანი ამბობს:

რა მოხდა ბრიუსელში და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას სომხეთისათვის?  პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი პარლამენტის ტრიბუნიდან ტექსტებს აზუსტებს, რათა თავიდან იქნას აცილებული არასწორი ინტერპრეტაციები. დიპლომატიური ენა რთულია, არ არის საჭირო ისედაც რთული სიტუაციის დრამატიზაცია.

Question and answer session between the RA Government and National Assembly took place at the RA NA

„არავინ არ აპირებს ხალხისაგან დამალულად რაიმეს  გაკეთებას, არცახის ხალხის ზურგში მოქმედებას. თუ ჩვენ გვექნება კონკრეტული წინადადება კონკრეტული გადაწყვეტილებების შესახებ, ამის შესახებ საზოგადოება სათანადოდ იქნება ინფორმირებული. ისედაც დრამატული სიტუაციის ორჯერ, სამჯერ, ხუთჯერ დრამატიზება ვერ  არის კარგი პრაქტიკა პოლიტიკური მიზნებისთვის. მოდით, უშუალოდ შევეხოთ იმ სიტუაციას, პირდაპირ ჩავხედოთ რეალობის თვალებში. Არც მეტი არც ნაკლები. “

ფაშინიანის თქმით, რეალობა  არის ის, რომ აზერბაიჯანში მყოფი ტყვეების დაბრუნება იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც განიხილეს ბრიუსელში, რომელიც ჯდება „ჰუმანიტარული საკითხების“ ფორმულირებაში, მაგრამ არ ყოფილა ახალი შეთანხმება, ახალი ძვრა ამ საკითხთან დაკავშირებით. პრემიერის თქმით, აზერბაიჯანი მუდმივად ცდილობს წამოაყენოს  დამატებითი პირობები ტყვეების დაბრუნებისთვის, მაგრამ სომხეთი ამ პოზიციას არ ეთანხმება. ფაშინიანის თქმით, 9 ნოემბრის სამმხრივი დოკუმენტით განსაზღვრული ყველა ტყვესა  და დაკავებულის დაბრუნების უზრუნველსაყოფად საუკეთესო გზა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ზეწოლის უზრუნველყოფაა. ამ დროისთვის აზერბაიჯანი ადასტურებს 39 სამხედრო ტყვეს ყოფნის ფაქტს.

საპარლამენტო უმრავლესობა სხვა მიმართულებითაც მუშაობს, დასძენს სონა ღაზარიანი ფრაქცია „სამოქალაქო ხელშეკრულებიდან“.

„ჩვენ ვაყენებთ ამ საკითხს სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე, ასევე იძულებით გაუჩინარების 30 შემთხვევას, რომელიც დაფიქსირდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთ რეზოლუციაში. ვცდილობთ ამ მიმართულებით პროგრესს მივაღწიოთ.

ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სიტყვებმა სომხეთში შეშფოთება გამოიწვია, რადგან ფორმულირების ნაცვლად „მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი“ გამოიყენა ფორმულირება „ყარაბაღის ეთნიკური მოსახლეობის უფლებები – უსაფრთხოება“. სომხეთის ოპოზიციამ ეს  მიიჩნია მოლაპარაკებებში მორიგ  უკანდახევად.

„ანკლავების“ საკითხი ბრიუსელის შემდეგა გავრცელდა, ფაშინიანი კი ირწმუნება, რომ ცალკე საკითხი, როგორც ასეთი, არ არსებობს.

„მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ აზერბაიჯანი ამ საკითხს მინიშნებით ან პირდაპირ სხვადასხვა განზომილებაში წამოაყენებს ხოლმე.  ჩვენი პოზიცია იქაც გამჭვირვალე და საჯაროა. პირველ რიგში, ჩვენ ვთქვით, რომ ყველა ამ პროცესში უნდა ჩავუღრმავდეთ სამართლებრივ საფუძვლებს. ჩვენ კი ვთქვით, რომ ჯერჯერობით ჩვენი კვლევებით არ დაგვიფიქსირებია, რომ სომხეთის ტერიტორიაზე დე იურე არსებობს აზერბაიჯანული „ანკლავები“. პირიქით, ჩვენ დავარეგისტრირეთ, რომ აწვაშენინ  დე იურე სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაა“.

დანარჩენი პრობლემები და კორექტირება უნდა მოხდეს დემარკაციისა და დელიმიტაციის დროს, ამბობს ფაშინიანი. ხოლო სასაზღვრო საკითხებზე კომისიების სხდომები  უკვე დაწყებულია.

როგორც მთავრობის მეთაურს, სხვათა შორის, მას მკვეთრი რეაქცია არ ჰქონია ოპოზიციის საპროტესტო აქციებზე, მსვლელობებსა და მიტინგებზე, რომელიც უკვე ერთი თვეა გრძელდება.

„თუ გახსოვთ, ამ ძალამ წინასაარჩევნო პერიოდში აირჩია სლოგანი, რომ ხელისუფლებას ბოლომდე დაშლის ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ამძალამ ეს ვერ შეძლო და  ახლა პირიქით ლოზუნგი მათ წინააღმდეგ მუშაობს.  მე ვფიქრობ, არ ღირს მათთვის ხელის შეშლა,  დავაცალოთ, ისინი თვითონ დაიშლებიან“,-  ამბობს ლენა ბადეიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button