პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი სიტყვით გამოვიდა დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელ დისკუსიაზე „კრიზისის პირობებში ცხოვრების ფასი“.
გამოსვლისას მან წარმოადგინა სომხეთის გამოცდილება და განვლილი გზა . პრეზიდენტმა როგორც მან აღნიშნა,
„სომხეთი ამ დრომდე რეგულარულად განიცდის კრიზისებს, რომელთა დაძლევას არაჩვეულებრივი ფორმით ცდილობს. ჩვენ გვაქვს ჩაკეტილი საზღვრები, ეს მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების ხარისხზე. საუბარია თურქეთსა და აზერბაიჯანზე. ჩვენ გვაქვს მოუგვარებელი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, რის გამოც მუდმივ კონფლიქტში ვიმყოფებით მეზობელ აზერბაიჯანთან.
სულ რაღაც წელიწადნახევრის წინ აზერბაიჯანის მიერ პროვოცირებულმა 44-დღიანმა ომმა დიდი ადამიანური და მატერიალური ზარალი მოგვაყენა, ომი მხოლოდ რუსეთის ჩარევის შემდეგ შეწყდა. ჩვენ ახლა ახალ კრიზისში ვიმყოფებით , მაგრამ შეგვიძლია მისი დაძლევა, რადგან ჩვენ მიერ მიღებული დემოკრატიული პრინციპები ამის საშუალებას გვაძლევს.
რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანია ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობა, რამდენად ენდობა საზოგადოება ხელისუფლებას, მეორე მხრივ, რამდენად კარგად ესმის ხელისუფლებას თავისი საზოგადოების პრობლემები. თუ მათ შორის დიალოგი შედგება , სიღარიბის საკითხიც მოგვარდება, ახალი კრიზისის ალბათობა შემცირდება, ქვეყანა უფრო სტაბილური და მართვადი გახდება“-აღნიშნა სრ პრეზიდენტმა.