მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მილოცვა გაუგზავნა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით მილოცვა გაუგზავნა.

როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, შეტყობინებაში, კერძოდ, ნათქვამია:

„თქვენო აღმატებულებავ,

გულითადად გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს – სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს.

მეზობელი და მეგობარი საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის ურღვევ გზა დიდი მნიშვნელობა აქვს სომეხი და ქართველი  ხალხების ხორციელი იდენტობის შენარჩუნების, ერთმანეთზე საუკუნეების მანძილზე ზრუნვის, ისტორიის რთულ პერიოდებში ერთმანეთის მხარდაჭერის თვალსაზრისით.

დარწმუნებული ვარ,  რომ  ორ ქვეყანას შორის  ჩვენი ურთიერთობების საფუძველში არსებული მრავალმხრივი თანამშრომლობის ეფექტური გამოცდილება მომავალშიც ორმხრივმომგებიანი იქნება   ორი მეგობარი ხალხის საკეთილდღეოდ.

გისურვებთ ჯანმრთელობას და ნაყოფიერ მოღვაწეობას, ქართველ მოძმე ხალხს კი კეთილდღეობასა და ხანგრძლივ მშვიდობას“.

ნახეთ მეტი
Back to top button