ეკონომიკა

სომხეთის ეკონომიკური აქტივობის ინდექსი ოთხ თვეში 9,4%-ით გაიზარდა

სომხეთის ეკონომიკური აქტივობის ინდექსი 2022 წლის იანვარ-აპრილში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,4%-ით გაიზარდა.

როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, ამის დასტურია სრ სტატისტიკური კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები.

სამრეწველო პროდუქციის მოცულობა მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში გასული წლის იანვარ-აპრილთან შედარებით 2,6%-ით გაიზარდა. მშენებლობის მოცულობა 2022 წლის პირველ 4 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით გაიზარდა. სავაჭრო ბრუნვა იანვარ-აპრილში 2021 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით 7,8%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება მომსახურებას, სომხეთში გაწეული მომსახურების მოცულობა მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23,5%-ით გაიზარდა.

2022 წლის იანვარ-აპრილში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,4%-ით გაიზარდა, ხოლო სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი – 10,8%-ით. ელექტროენერგიის წარმოების მოცულობა მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14,1%-ით გაიზარდა.

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საგარეო ვაჭრობის მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33,8%-ით გაიზარდა. ამასთან, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი 25.2%-ით, იმპორტი კი 39.1%-ით გაიზარდა.

იანვარ-აპრილში დრამის კურსმა აშშ დოლართან მიმართებაში 482,55 დრამი შეადგინა.

სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა აღნიშნა, რომ მარტის შედეგად დაფიქსირებული 6,7%-იანი ეკონომიკური აქტივობის ინდექსის შემდეგ, აპრილში მან 8,8% შეადგინა. ამრიგად, ეკონომიკური ზრდა დაჩქარდა.

„ეს ზრდა საგრძნობლად მაღალი იქნებოდა, რომ არა ზემო ლარსის ბლოკადა, რომლის მიმართულებითაც სომხეთის მთავრობა ახორციელებს სხვადასხვა სამუშაოებს სიტუაციის რაც შეიძლება მალე გამოსასწორებლად. „დღეს მქონდა საკმაოდ დეტალური ვიდეო დისკუსია ჩემს რუს კოლეგასთან მაქსიმ რეშეტნიკოვთან და სხვა კოლეგებთან“, – განაცხადა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button