სომხეთის რესპუბლიკამ პლანეტა დედამიწის ორბიტაზე გაუშვა პირველი კოსმოსური თანამგზავრი. ამის შესახებ „არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სხდომის დასაწყისში განაცხადა.
„2022 წლის 25 მაისს, ერევნის დროით 22:35 საათზე, სომხეთის რესპუბლიკის პირველი კოსმოსური თანამგზავრი ორბიტაზე გაუშვა კოსმოსური სადგურიდან, რომელიც მდებარეობს აშშ-ში, კანავერალის კონცხზე “, – თქვა ფაშინიანმა.
https://www.facebook.com/watch/?v=541604474100536&t=0
ფაშინიანმა დასძინა, რომ ეს სომხეთის სახელმწიფო სააქციო საზოგადოება „ჯეოკოსმოსსა“ და ესპანური კომპანია „სატლანტისის“ თანამშრომლობის შედეგად მოხდა. „შეუძლებელია მაღალ დონეზე არ იქნეს შეფასებული მომხდარი ფაქტი, ამით სომხეთის რესპუბლიკა შემოდის კოსმოსური საქმიანიობის ეპოქაში, ვიმედოვნებთ, რომ აღდგება ჩვენი მდიდარი ტრადიციები ამ სფეროში. ვგულისხმობ კოსმოსური კვლევისა და წარმოების სფეროს, რომელიც მრავალი წელია არსებობს სომხეთში. ამ კონტექსტში, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანია სომხეთში კოსმოსური ტექნოლოგიების ლოკალიზაცია, ასევე კოსმოსური მოწყობილობების წარმოების ორგანიზება“, – განაცხადა სრ პრემიერ-მინისტრმა.