მთავარიპოლიტიკა

ჩერნოგორიის პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა

26 მაისს მონტენეგროს პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა.

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეზიდენციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, პრეზიდენტები ვაჰაგნ ხაჩატურიანი და მილო ჯუკანოვიჩი კერძო საუბარს გამართავენ, რასაც მოჰყვება გაფართოებული შეხვედრა ორი ქვეყნის დელეგაციების მონაწილეობით. შემდეგ სომხეთისა და მონტენეგროს პრეზიდენტები პრესისთვის განცხადებას გააკეთებენ.

მონტენეგროს პრეზიდენტის ხელმძღვანელობით დელეგაცია ეწვევა წიწვერნაკაბერდის მემორიალს, რათა პატივი მიაგოს სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას, მოინახულებს სომეხთა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტს და დარგავს ხეს მემორიალის პარკში.

ვიზიტის ფარგლებში მონტენეგროს პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანთან.

სომხეთში ვიზიტის ფარგლებში მონტენეგროს პრეზიდენტი ასევე ეწვევა კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრ  „თუმო“-ს.

ნახეთ მეტი
Back to top button