არმოტეკა: „ჰაიფოსტ“-ი გახსნის ახალ პლატფორმას სომხური პროდუქციის პოპულარიზაციისა და ექსპორტისთვის

„ჰაიფოსტ“-ი იწყებს ახალ ონლაინ პლატფორმა Armoteca-ს, რომლის მიზანია საუკეთესო სომხური პროდუქტები უფრო ცნობადი და ხელმისაწვდომი გახადოს, გაუწიოს ორგანიზება მათ მიწოდებას 190-მდე ქვეყანაში.
როგორც “ჰაიფოსტ“-მა აცნობა „არმენპრესს“, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სომხური ღვინოები, მცენარეული ჩაი, ჩირი, სანელებლები, სომხური გემოები და არომატი.
ონლაინ პლატფორმა Armoteca-ს საშუალებით შეგიძლიათ შეუკვეთოთ სომხური ღვინოები, ტკბილეული, თაფლი, სხვადასხვა ხილისგან დამზადებული მურაბები, კონსერვები, მცენარეული ჩაი. პლატფორმაზე წარმოდგენილი ასორტიმენტი ყოველდღიურად განახლდება.
„ეს არის პლატფორმა არა მხოლოდ სომხეთის ფარგლებს გარეთ მცხოვრები სომხებისთვის, არამედ ყველა მათთვის, ვინც აფასებს კარგ ღვინოს, ორგანულ მცენარეულ ჩაის, ნატურალური ხილისგან დამზადებულ სუფთა დაკონსერვებულ ხილს. ჩვენი პლატფორმის წყალობით, ჩვენ ვუქმნით შესაძლებლობას სომეხ ბიზნესმენებს წარმოადგინონ, გაყიდონ თავიანთი პროდუქცია მთელ მსოფლიოში. ვიწვევთ ჩვენს ბიზნესმენებს, რომლებიც აწარმოებენ მართლაც მაღალი ხარისხის პროდუქციას, განათავსონ თავიანთი ნაწარმი ჩვენს პლატფორმაზე“, – განაცხადა „ჰაიფოსტ“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰაიკ კარაპეტიანმა.