
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ეროვნული დღესასწაული, სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის დღე მიულოცა.
„არმენპრესის“-ის ცნობით, ვაჰაგნ ხაჩატურიანის გზავნილში, კერძოდ, ნათქვამია:
„მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები სომხეთსა და საქართველოს შორის, რომელიც ეფუძნება საერთო ისტორიასა და ღირებულებებს, განაგრძობს განვითარებას ეფექტური სახელმწიფოთაშორისი დღის წესრიგისადმი ურყევი ვალდებულების შესაბამისად“.