პოლიტიკა

თურქეთის ოპოზიციის ლიდერმა ერდოღანის ოჯახი ქვეყნიდან მილიონობით დოლარის გატანაში დაადანაშაულა

თურქეთის მთავარი ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) ლიდერმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოჯახის წევრების მეშვეობით ქვეყნიდან ათეულობით მილიონი დოლარის უკანონოდ გატანაში დაადანაშაულა. ამის შესახებ წერს yerevan-times.com.

„სამტკიცი საბუთები ჩვენს ხელშია. შეერთებულ შტატებში შეიქმნა ფონდი, რათა ეს ქმედება კანონით ყოფილიყო დაცული და მის ხელმძღვანელად აშშ-ის მოქალაქე დაინიშნა, მაგრამ ფონდს რეალურად ერდოღანის ოჯახი მართავს. თურქეთიდან შეირჩა ორი სტუდენტური ფონდი Ensar და TÜRGEV. ამ  ფონდებმა თანხები  გადაუგზავნა  ამერიკის ამ მოქალაქეს, ერთხელ – 20 მილიონი, მეორეჯერ – 10 მილიონი. უკვე საზღვარგარეთ  გატანილია მილიარდ  ლირამდე.

“სად იშოვე ფული? ვინ მოგცა? რატომ გაგაქვთ ფული ქვეყნიდან?”  ქილჩდაროღლუმ  ერდოღანს  მოუწოდა საჯაროდ აღიაროს მისი ოჯახის რომელი წევრი აგზავნის ფულს შეერთებულ შტატებში და მისი ოჯახის რომელი წევრი  ღებულობს  მას იქ.

ნახეთ მეტი
Back to top button