ეკონომიკამთავარი

ირანსა  და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს შორის შეთანხმება შეამცირებს აზერბაიჯანის გადაზიდვების წილს

ირანის ვაჭრობის განვითარების ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ირან-ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს  შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას 2022 წლის შემოდგომაზე მოეწერება ხელი. წყაროს ცნობით, ირანსა და რუსულ ბანკებს შორის მოლაპარაკება გაიმართა, რის შედეგადაც  საგარანტიო ფონდებს შეეძლებათ  ორმხრივი ვაჭრობის დაზღვევა. 2018 წლის მაისში ევრაზიულმა ეკონომიკურმა კავშირმა და ირანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მცირე რაოდენობის საქონელზე საბაჟო გადასახადების შემცირების შესახებ.  საბაჟო გადასახადების რეგულაციები, რომლებიც  ძალაში შევიდნენ 2019 წლის ოქტომბერში, გამიზნული იყო სამი წლის ვადით. იმ დროს კავშირს და ირანს უნდა მიეღწიათ შეთანხმება თავისუფალი სავაჭრო ზონის რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით.

 რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ შესაძლებლობებს მისცემს ხელშეკრულება სომხეთს, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ქვეყანა არის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ის ერთადერთი წევრი ქვეყანა, რომელსაც აქვს სახმელეთო საზღვარი ირანთან?

შემოდგომაზე ხელმოწერილი ირან-ევრაზიის ეკონომიკური კავშირის   თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება დადებითად აისახება სომხეთის ეკონომიკაზე, აღნიშნა  სომხეთის ბიზნესმენთა  კავშირის თავმჯდომარემ  გაგიკ მაკარიანმა.  მისი  თქმით, წლების განმავლობაში სანქციების ქვეშ მყოფი ირანი  შიდა ბაზრის დასაცავად მაღალ  საბაჟო გადასახადს  იყენებდა, რაც ქვეყანაში ზოგიერთი  საქონლის შესვლას ზღუდავდა. მეორე მხრივ, მან განავითარა შიდა წარმოება შიდა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ბაჟის შემცირება ხელს შეუწყობს საქონლის ექსპორტს  ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებიდან  ირანში  სომხეთზე გავლით,  ამბობს მაკარიანი.

„დღეს სომხური მანქანები ირანის ტერიტორიის სიღრმეში  50 კმ -ით შედიან, ტრანსპორტირების შემდეგ ეტაპს   ახორციელებენ ირანული სატრანსპორტო კომპანიები. ანუ იმპორტ-ექსპორტის შემთხვევაში არის დამოკიდებულება ირანულ სატრანსპორტო კომპანიებზე.  ვფიქრობ, ეს საკითხიც მოგვარდება კავშირის  ფარგლებში, იქნება გარკვეული ნებართვები, ახალი შესაძლებლობები მანქანების შემოსვლა-გასვლისთვის“.

გაგიკ მაკარიანის თქმით, სომხეთის ერთ-ერთი შესაძლებლობა ირანის ინდუსტრიული პოტენციალის გამოყენებაა. კერძოდ, სომხეთი შეიძლება გახდეს აქ ერთობლივი წარმოების ან საბოლოო პროდუქტის გამოშვების პლატფორმა. მეორე მხრივ, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა  და ირანს შორის თანამშრომლობა გაზრდის ეკონომიკური სტრუქტურის „წონას“ მსოფლიოში. მისი თქმით, მეტად მნიშვნელოვანია  საკანონმდებლო რეგულაციებიც, რომელსაც უახლოეს მომავალში მოველით.  

„ჩვენი ალტერნატიული გზა ირანიდან გადის სიუნიქზე, რთულ მთიან რეგიონში, ამჟამად ამ ტერიტორიაზე აზერბაიჯანული საბაჟო პუნქტებია. ევრაზიის ეკონომიკური კავშირის  შემთხვევაში, ყველა ეს საკითხი შეიძლება დარეგულირდეს და დაცული იქნას კავშირის  კანონმდებლობით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აზერბაიჯანის მხრიდან ხელყოფა შეიზღუდება იმის გათვალისწინებით, რომ მას უკვე საქმე ექნება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის  ქვეყნების ოჯახთან“,-  აღნიშნა სომხეთის ბიზნესმენთა  კავშირის თავმჯდომარემ.

ნახეთ მეტი
Back to top button