მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანმა ლინ ტრეისთან შეხვედრაზე  დიდი მნიშვნელობა მიანიჭა  შეერთებული შტატების მკაფიო პოზიციას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში ლინ ტრეისი.

როგორც „არმენპრესს“ მთავრობაში განუცხადეს, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა სომხურ-ამერიკული თანამშრომლობისა და სტრატეგიული დიალოგის გააქტიურებას, რათა განმტკიცდეს შეერთებული შტატების, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის როლი  მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საქმეში.  როგორც  ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის მთავრობა ხელმძღვანელობს სამშვიდობო დღის წესრიგით და აფასებს საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის შეერთებული შტატების მუდმივ მხარდაჭერას.

ლინ ტრეისიმ მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს შეფასებისთვის, დაადასტურა აშშ-ს მზადყოფნა გააგრძელოს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული რეფორმების, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებისა და რეგიონული სტაბილურობის დამყარების მხარდაჭერა. ამ კონტექსტში, ლინ ტრეისიმ ყურადღბა გაამახვილა  სატელეფონო საუბარზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჰქონდა სომხეთის პრემიერ-მინისტრს აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან, ასევე, ამერიკულმა მხარემ კმაყოფილება გამოხატა აშშ-ში სომხეთის  ელჩის ლილით მაკუნცის ორმხრივი ურთიერთობების გაქტიურებისადმი მიმართულ ძალისხმევასთან დაკავშირებით.

ნახეთ მეტი
Back to top button