პოლიტიკა

საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები, ოპოზიციაში არიან კრიმინალები – კობახიძე

,,მთავარი არხი” წერს, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, საქართველოს არც ერთი პოლიტპატიმარი არ ჰყავს და ეს ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველამ კარგად იცის. მან ოპოზიციას “უკიდურესად გაკოტრებული” უწოდა და თქვა, რომ იქ კრიმინალები არიან.

“საქართველოში არ არის არც ერთი პოლიტპატიმარი და ეს ძალიან კარგად იცის ყველამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. საქართველოში არიან, სამწუხაროდ, კრიმინალები პოლიტიკაში… ამას ვართ მოჩვეული, ეს სამწუხაროდ აზიანებს, რა თქმა უნდა, ჩვენ დემოკრატიულ სისტემას, ეს არის სერიოზული პრობლემა, თუმცა ნუ, ეს არის არსებული მოცემულობა. კრიმინალები პოლიტიკაში, ეს რა თქმა უნდა დამაზიანებელია ჩვენი დემოკრატიული სისტემისთვის და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ზოგადად ის, რომ მომავალში ოპოზიციურ სპექტრში არ იყვნენ წარმოდგენილი ოპოზიციაში”, – თქვა ირაკლი კობახიძემ. 

ნახეთ მეტი
Back to top button