
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო კონფლიქტის ზონებში მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო კავშირის (ALIF) აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ფრელანი.
სომხეთის მთავრობის ოფიციალურმა პირმა „არმენპრესს“ განუცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი მიესალმა ALIF-ის საქმიანობას ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში და სომხეთის მთავრობის სახელით მზადყოფნა გამოთქვა თანამშრომლობისთვის.
ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის ერთ-ერთი პრიორიტეტია 44-დღიანი ომის შემდეგ აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე სომხური კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის დაცვა განადგურებისაგან, და დიდად მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების, განსაკუთრებით კი იუნესკოს დაუბრკოლებელი ჩართვა მემკვიდრეობის დაცვისა და ვანდალიზმის თავიდან ასაცილებლად.
თანამოსაუბრეებმა ასევე განიხილეს სომხეთში ისტორიული და კულტურული ძეგლების შენარჩუნებისა და აღდგენის კუთხით თანამშრომლობის საკითხები.
მათ მოსაზრებები გაცვალეს დიგიტალიზაციაზე, საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, გამოცდილების გაცვლაზე, სპეციალისტების მომზადების შესაძლებლობებზე.