მთავარისაზოგადოება

სომხური კოსმოსური თანამგზავრის მიერ გადაღებული ფოტოსურათები გამოყენებული იქნება სასაზღვრო კონტროლისთვისაც

2023 წლის ბოლოსთვის სომხეთში სატელიტური მართვის ცენტრი-მიმღები სადგური შეიქმნება. როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის ირგვლივ შეიქმნება სპეციალისტთა სამეცნიერო-პრაქტიკული გუნდი.

„მართვის ცენტრის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა თანამგზავრის მართვა და კოსმოსური ფოტოების მიღება. დაგეგმილია, რომ მიმღები სადგური უზრუნველყოფს თანამგზავრული მონაცემების მიღების და გადაცემის მომსახურებას სხვა სატელიტური ოპერატორებისთვის. სატელიტური გამოსახულება სომხეთში გამოყენებული იქნება საზღვრის კონტროლის, საგანგებო სიტუაციების პრევენციის, გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების მონიტორინგის, ურბანული დაგეგმარების, გზების მშენებლობის, გეოლოგიის და სხვა სფეროებში. „კოსმოსური ტექნოლოგიები – თანამგზავრები, მიმღები სადგურები, თანამგზავრზე დაფუძნებული სკანირება, ვიდეოთვალთვალის საკომუნიკაციო სისტემები – ითვლება მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ სექტორად“, – განაცხადა სრ პრემიერ-მინისტრმა.

ამ გარემოების გათვალისწინებით, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა აცნობა, რომ უსაფრთხოების საბჭოს ოფისის და სომხეთის რესპუბლიკის მაღალი ტექნოლოგიური მრეწველობის სამინისტროს მიერ შემუშავებულ იქნა და 2020 წლის 6 მარტს, სრ ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო სრ კანონი ,,კოსმოსური საქმიანობის შესახებ“, რომელიც მთავრობის  გადაწყვეტილებების პაკეტთან ერთად ითვალისწინებს კოსმოსური საქმიანობის წესებს და ტექნიკურ რეგულაციებს, უსაფრთხოების სტანდარტებს, ლიცენზირების გაცემის მართვის პროცედურებს. ამ აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტით საგადასახადო შეღავათებია  გათვალისწინებული სექტორში მოქმედი ლიცენზირებული კომპანიებისთვის.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დასაწყისში განაცხადა, რომ „2022 წლის 25 მაისს, ერევნის დროით 22:35 საათზე, აშშ-ის კონცხ კანავერალზე მდებარე კოსმოსური სადგურიდან კომპანია Space X კოსმოსური ხომალდით ორბიტაზე გავიდა სომხეთის რესპუბლიკის პირველი კოსმოსური თანამგზავრი.

ნახეთ მეტი
Back to top button