პოლიტიკა

ჯონსონი უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების ნაცვლად ახალ ალიანსს სთავაზობს – მედია

,,მთავარი არხი” წერს, რომ ჯონსონი ზელენსკის ევროკავშირში გაწევრიანების ნაცვლად, ახალ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო ალიანსს სთავაზობს – წერს იტალიური გაზეთი Corriere della sera.

დიდი ბრიტანეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ ალიანსში უნდა შევიდნენ ქვეყნები, რომლებსაც ბრიუსელის მიმართ უნდობლობა და რუსეთის სამხედრო აგრესიაზე გერმანიის რეაქცია აერთიანებთ – წერს გამოცემა.

უკრაინის ხელისუფლებას ჯერ არ დაუფიქსირებია კონკრეტული პოზიცია ჯონსონის წინადადებაზე.

გამოცემის ცნობით, ახალი ალიანსის წევრები უნდა იყვნენ დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა და შესაძლოა შეუერთდეს თურქეთიც.

ნახეთ მეტი
Back to top button