საზოგადოება

„STARMUS“-ის ფესტივალზე სომხეთს შესაძლებლობა ექნება მსოფლიოს წინაშე წარსდგეს ტექნოლოგიური ინოვაციების ისტორიით. პრემიერ მინისტრი

წელს, 5-10 სექტემბერს, სომხეთი უმასპინძლებს მსოფლიოში ცნობილ STARMUS Science and Technology Festival-ს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ასტრონავტები მთელი მსოფლიოდან, ნობელის პრემიის ლაურეატები, მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები, ხელოვანები და მუსიკოსები.

“ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე სომხეთს ექნება შესაძლებლობა მსოფლიოს წარუდგინოს სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინოვაციების მდიდარი ისტორია, შესაძლებლობები და ხედვა მომავლის შესახებ”, ,,არმენპრეს“-ის გადმოცემით განაცხადა სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სრ მთავრობის სხდომაზე.

ფესტივალი STARMUS დაიწყო ტენერიფის ასტროფიზიკის საზოგადოებაში და 2011 წლიდან აერთიანებს მეცნიერების სფეროში მსოფლიოში ცნობილ საერთაშორისო ავტორიტეტებს, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატებს, ხელოვნებსა და მუსიკის მსოფლიოში აღიარებულ სახეებს.

ნახეთ მეტი
Back to top button