პოლიტიკა

ერდოღანმა მხარდაჭერა გამოუცხადა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რომელიც 28 მაისს ბაქოს ეწვია საავიაციო, კოსმოსური და ტექნოლოგიების ფესტივალ TEKNOFEST-ში მონაწილეობის მისაღებად, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესზე ისაუბრა.

როგორც “არმენპრესი” იტყობინება, ერდოღანმა განაცხადა, რომ 44-დღიანი ომის დროს ისინი აგრძელებენ აზერბაიჯანის გვერდში დგომას.

„უკვე დროა ამ მიწაზე დასადგურდეს წარმატება, მშვიდობა და განვითარება. ჩვენ ყოველთვის ერთად უნდა ავაშენოთ ჩვენი მომავალი, როგორც რეგიონის ხალხმა, ვისწავლოთ წარსულში დაშვებულ შეცდომებზე. როგორც ომში, ახლაც ასევე აზერბაიჯანის გვერდში  ვართ. რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის თურქეთი მტკიცედ უჭერს მხარს გრძელვადიან მშვიდობას, რომლის დამყარებაც ჩემს ძვირფას ძმას, ალიევს სურს სომხეთთან“, – თქვა ერდოღანმა,. ამის შესახებ იუწყება სააგენტო „ანადოლუ“.

მან ისაუბრა 44-დღიანი ომის დროს აზერბაიჯანის მიერ სომხური მხარის წინააღმდეგ თურქული იარაღის გამოყენებაზე და აღნიშნა, რომ მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს თურქული იარაღის წარმატებას.  

ნახეთ მეტი
Back to top button