ეკონომიკა

სავარაუდოდ, მომავალში გვექნება ახალი თანამშრომლობა ირანსა და სომხეთს შორის გაზის სვოპის სახით. ელჩი

სომხეთში ირანის ელჩი აბას ბადახშან ზოჰური უახლოეს მომავალში ირანსა და სომხეთს შორის გაზის გაცვლის სახით ახალ თანამშრომლობას შესაძლოდ მიიჩნევს.

 „არის ტექნიკურ-პროფესიული საკითხები, რომელსაც სწავლობენ და განიხილავენ შესაბამისი სპეციალისტები. არ იქნება სწორი ჩვენთვის რაიმეს თქმა სანამ ისინი დამთავრდება. „მოდით დაველოდოთ ტექნიკურ და პროფესიულ შედეგებს, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს შედეგი, ის ორივე ქვეყნის სასარგებლოდ იქნება“,- „არმენპრეს“-ის ცნობით ჟურნალისტებს განუცხადა ელჩმა.

მან დასძინა, რომ სომხეთში შემდგარ სომხეთ-ირანის მე-17 მთავრობათაშორის სხდომაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო შეთანხმებები ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის სფეროში, რომლის ნაწილიც გაზის სვოპს ეხება.

ირანის ნავთობის მინისტრმა ჯავად ოჯიმ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა თურქმენული გაზის სომხეთში სვოფ სისტემით გადასატანად და აღნიშნა, რომ თურქმენეთიდან სომხეთში გაზის ტრანსპორტირებაზე მოლაპარაკებები დაწყებულია.

მოლაპარაკებების დროს მიღწეული იქნა კარგი შეთანხმებები გაზის, ნავთობქიმიური პროდუქტების ექსპორტის გაზრდასა და ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველ განვითარებაზე.

2004 წელს სომხეთმა და ირანმა ხელი მოაწერეს გაზის ელექტროენერგიაზე გაცვლის გარიგებას, რომლის მიხედვით ირანი სომხეთში გაზის ექსპორტს განახორციელებს 20 წლით, ხოლო სანაცვლოდ ირანი სომხეთიდან იღებს ელექტროენერგიას.

ნახეთ მეტი
Back to top button