დღეს, 30 მაისს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სომხეთის პრეზიდენტის ვაჰაგნ ხაჩატურიანის პირადი საუბარი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, რასაც მოჰყვება გაფართოებული შეხვედრა.
პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს. ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უმასპინძლებს.