ეკონომიკამთავარი

სომხეთს პირველი ხელოვნური თანამგზავრი 5 მლნ დოლარი დაუჯდა, გამიზნულია კიდევ ერთი თანამგზავრის შეძენა

თანამგზავრი მდებარეობს 500-დან 550 კილომეტრ სიმაღლეზე, ის ჩვენი პლანეტის ორბიტაზე მინიმუმ 4 წელი დარჩება.

თანამგზავრის საბოლოო სამუშაო მდგომარეობამდე მას მართავს  ესპანური კომპანია Satlantis, რომელმაც შექმნა თანამგზავრი, შემდეგ კი  მართვა  მთლიანად სომხეთს გადაეცემა.

სატელიტის სრულად ფუნქციონირებას შესაძლოა თვეები დასჭირდეს (სავარაუდოდ წლის ბოლომდე).

ამ სიძლიერის  თანამგზავრის  გამოიყენება  უფრო მიზანშეწონილია გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში, მაგრამ ასევე შეუძლია გადაჭრას სტრატეგიულ-სადაზვერვო პრობლემებიც.

თანამგზავრის მიერ გადაღებული ფოტოები სომხეთის რესპუბლიკის საკუთრებაა.

არაოფიციალური მონაცემებით, თანამგზავრის მოსამზადებლად და დედამიწის ორბიტაზე გასაშვებად დაახლოებით 5 მილიონი დოლარი დაიხარჯა.

სავარაუდოდ, სომხეთი უახლოეს მომავალში შეიძენს კიდევ ერთ თანამგზავრს.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ინფორმაცია აღებულია  სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო მრეწველობის  კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის   ავეტიქ  ქერობიანის „სპუტნიკი სომხეთი“-სათვის მიცემული ინტერვიუდან.

აღსანიშნავია, რომ გუშინ სომხეთმა და ჩინეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს თანამგზავრული გამოსახულების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button