მთავარიპოლიტიკა

9 ნოემბრის  დოკუმენტზე ხელმოწერით აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მთიანი ყარაბაღის არსებობა აღიარა:  არარატ მირზოიანი

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ისაუბრა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ  არ არსებობს მთიანი ყარაბაღი, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მოგვარებულია, არ არსებობს ეუთოს მინსკის ჯგუფი.

„არმენპრესის“ კორესპოდენტის კითხვაზე პასუხის გაცემისას საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ შეუძლიათ აჩვენონ აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი „მოქმედი დოკუმენტი“, რომელშიც ნათქვამია, რომ არსებობს მთიანი ყარაბაღი, ეს არის 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადება.  არარატ მირზოიანი ხაზს უსვამს, რომ დოკუმენტზე ხელმოწერით აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღიარა მთიანი ყარაბაღის არსებობა და ეს შეუქცევადი ფაქტია.

„ჩვენ შეგვიძლია ვაჩვენოთ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადებები, სადაც ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას, როგორც თანათავმჯდომარეების.ამ ბოლო  კვირაში ასეთი  განცხადებები გააკეთეს  შეერთებულმა შტატებმა და საფრანგეთმა. ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის საკითხს ასევე ხაზი გაუსვა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა 19 აპრილს მიღებულ ერთობლივ განცხადებაში. ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების  საბჭოს 2021 წლის  დეკემბერში სტოკჰოლმში გამართულ სამიტზე ათობით ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების უნიკალურ როლს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საქმეში. ეუთოს მინსკის ჯგუფი აზერბაიჯანმა კი არ შექმნა, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობამ, ამიტომ აზერბაიჯანს არ შეუძლია მისი დაშლა და ან მისიის  დასრულებულად გამოცხადება. იგივე საერთაშორისო თანამეგობრობა დღეს აცხადებს, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფი არსებობს. როგორც აღვნიშნე, ის აცხადებს, რომ არის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, რომელიც უნდა მოგვარდეს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ზემოხსენებულ განცხადებაშია ნათქვამი. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკაში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ცოტა ხნის წინ განაცხადა და აშშ-ის ოფიციალური პოზიცია გამოხატა“, – განაცხადასომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრმა.

არარატ მირზოიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმავე განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ დღის წესრიგში დგას მთიანი ყარაბაღის  სტატუსის საკითხი, ძალაშია არცახის სომხების თვითგამორკვევის უფლება. მისი თქმით, სომხეთს აზერბაიჯანისგან ტერიტორიული პრეტენზია არასოდეს ჰქონია. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი არის კანონის საკითხი და აღქმულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ, რაც  აშკარად ჩანს ბრიუსელის  შეხვედრიდან. სომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ომის გვერდი  დახურულია, არის პრობლემა, რომელიც პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით უნდა გადაწყდეს.

ნახეთ მეტი
Back to top button