საზოგადოება

ერევანში აშენდება საცხოვრებელი მიკრორაიონი 63 საცხოვრებელი კორპუსით და ტყე-პარკით. ინვესტიციები 3 მილიარდ დოლარს შეადგენს

გასულ პარასკევს ვიცე-პრემიერმა ჰამბარძუმ მათევოსიანმა სამშენებლო მოედანი მოინახულა, გაეცნო ერევნის ტიჩინას ქუჩაზე და ჩრდილოეთ-სამხრეთის გზატკეცილის მიმდებარე რაიონში დაწყებულ ურბანული განვითარების პროგრამას, იტყობინება სააგენტო „არკა“ სომხეთის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

აღსანიშნავია, რომ 129 ჰექტარი მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობების კომპლექსების, ასევე ტყეპარკის მშენებლობისთვისაა გამოყოფილი, რომლის მშენებლობაც ხუთ ეტაპად იგეგმება.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრემიერი მათევოსიანი გაეცნო ადგილობრივი ურბანული განვითარების თავისებურებებს, გეგმას, დაათვალიერა დაწყებული სამშენებლო სამუშაოები, შემდეგ გამართა კონსულტაცია.

ამ ეტაპებზე განხორციელებული ინვესტიციები დაახლოებით $3 მილიარდს შეადგენს. საცხოვრებელი მიკრორაიონების მშენებლობა 2027 წელს დასრულდება.

ნახეთ მეტი
Back to top button