მთავარიპოლიტიკა

ვიმედოვნებთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებები წარმატებით გაგრძელდება. სალომე ზურაბიშვილი

სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი თავისი პირველი უცხოური ვიზიტი საქართველოში იმყოფება, რაც მეტყველებს ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობებზე, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სომხეთი და საქართველო წელს დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავს აღნიშნავენ. „ეს იყო ძალიან რთული პერიოდი ჩვენი ორი ქვეყნისთვის, ჩვენი ურთიერთობები ყოველთვის იყო კეთილმეზობლური, ეს აისახება ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, ასე გაგრძელდება საუკუნეების განმავლობაში“, – განაცხადა მან.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ჩვენი რეგიონი ახალი გამოწვევებისა და „ახალი შესაძლებლობების“ წინაშე დგას. მაგალითად მან უკრაინის ომი დაასახელა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინის გვერდით დგას და სოლიდარობას უცხადებს მას.

„სიტუაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე კვლავ უმძიმესია“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ხდება საქართველოს სუვერენიტეტის იგნორირება, ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევა კი უფრო მეტად მწვავდება.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ეძლევა ახალი შესაძლებლობები ევროპასთან ინტეგრაციისთვის, რაც ახალი შესაძლებლობაა რეგიონისთვის.

„ამავდროულად, ჩვენი რეგიონის მომავალი მჭიდროდ არის დამოკიდებული მშვიდობიან გარემოზე. ვიმედოვნებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები წარმატებით გაგრძელდება. „ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის ჩართულობას ამ საკითხში. ვიცით, რომ რეგიონში სრული მშვიდობის დამყარება დამოკიდებულია ამ მოლაპარაკებების შედეგზე და ამაზეა დამოკიდებული ეკონომიკური განვითარება, ყველა ახალი პროგრამა, რომელიც ეხება ამ რეგიონს, რაც მომავლის დიდ პერსპექტივას ქმნის”,- აღნიშნა  მან.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ენერგეტიკის სექტორი ორივე ქვეყნისთვის დიდ ინტერესს იწვევს, და სომხეთმა და საქართველომ ერთად უნდა იმუშაონ ამ მიმართულებით. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო როგორც ახლა, ასევე მომავალშიც, ისევ ძალისხმევას მიმართავს რათა იქ მცხოვრებმა სომხებმა შეინარჩუნონ ენა და კულტურა და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის განვითარებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button