მთავარიპოლიტიკა

სომხეთი ინდოეთის პოტენციალსა და პერსპექტიულ როლს „სპარსეთის ყურე – შავი ზღვის“ დერეფანში მნიშვნელოვნად მიიჩნევს:  მირზოიანი

სომხეთი და ინდოეთი აქტიურად განიხილავენ არაერთ საკომუნიკაციო პროექტს. ჩვენ დაინტერესებული ვართ განვავითაროთ ჩვენი დიალოგი და თანამშრომლობა ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის პროექტის, ჩაბაჰარის პორტის, ასევე სპარსეთის ყურე- შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის ფარგლებში. ამის შესახებ სომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა წამყვან ინდურ მედიასაშუალება “VION”-თან ინტერვიუში განაცხადა.

მირზოიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი ინდოეთის პოტენციალს და პერსპექტიულ როლს ამ დერეფანში საკმაოდ მნიშვნელოვანად მიიჩნევს.

„ამ კუთხით ჩვენ ასევე მივესალმებით ინდური კომპანიების აქტიურ ჩართულობას სომხეთის ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ჩვენს ქვეყნებს საკმაოდ საერთო ინტერესები აქვთ რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებში. ჩვენ ვაფასებთ ინდოეთის მუდმივ მხარდაჭერას ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ფარგლებში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის. სომხეთის მთავრობა თავის ერთ-ერთ სტრატეგიულ პრიორიტეტად მიიჩნევს მსოფლიოს უდიდეს დემოკრატიულ ქვეყანასთან, ინდოეთთან   თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას“, – განაცხადა მირზოიანმა.

კითხვაზე, რა შეიძლება ველოდოთ თავდაცვის სფეროში ურთიერთობებს, სრ საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა, რომ ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებს კარგი ურთიერთობა აქვთ დამყარებული, თანდათან ვითარდება „მათ შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა“.

ნახეთ მეტი
Back to top button