ეკონომიკა

FLYONE ARMENIA აღადგენს რეგულარულ პირდაპირ რეისებს ერევანი-ლიონი-ერევანი და ერევანი-პარიზი-ერევანი

ავიაკომპანია FLYONE ARMENIA 17 ივნისიდან განაახლებს რეგულარულ პირდაპირ რეისებს ერევანი-ლიონი-ერევანი, ერევანი-პარიზი-ერევანი.

როგორც ავიაკომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა „არმენპრესს“, რეისები ერევანი-ლიონი-ერევნის მიმართულებით ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიონის სენტ-ეგზიუპერის აეროპორტამდე კვირაში ორჯერ, ორშაბათს და პარასკევს შესრულდება.

ერევანი – პარიზი – ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტიდან პარიზის შარლ დე გოლის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ სამშაბათს და შაბათს შესრულდება.

ნახეთ მეტი
Back to top button