პოლიტიკა

ბერძნული მედია. „აზერბაიჯანი წაგებული იქნებოდა, თურქეთს რომ არ დაეთმო მისი …“

ცნობილი ბერძნული გაზეთი წერს, რომ ცოტა ხნის წინ ეგეოსის ზღვის საბერძნეთის კუნძულებთან თურქეთში «Efes 2022» სამხედრო სწავლების დროს აზერბაიჯანული დრონი შენიშნეს.

„თურქეთი აცნობს აზერბაიჯანს ეგეოსის ზღვის გარემოს, რათა საჭიროების შემთხვევაში აზერბაიჯანმა ვალი დაუბრუნოს თურქეთს ყარაბაღში გამარჯვებისთვის.  თურქეთს რომ ბაირაქტარები არ მიეწოდებინა,  ის  ომი აზერბაიჯანელების დამარცხებით დასრულდებოდა“.

ეს უკანასკნელი იხსენებს, რომ რამდენიმე დღის წინ, ბაქოში, სამხედრო  ფესტივალზე, ერდოღანმა საბერძნეთის წინააღმდეგ კვლავ მწვავე განცხადებები გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ ბერძნული მედიის ცნობით, თურქულ-აზერბაიჯანული რეიდები პროვოკაციებით მიმდინარეობს. აზერბაიჯანის არმია საბერძნეთის კუნძულებთან თურქეთის არმიას შეუერთდა. სამხედრო წვრთნების ფარგლებში თურქულმა  გამანადგურებლებმა საბერძნეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს და იფრინეს საბერძნეთის ტერიტორიაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button