პოლიტიკა

რეგიონული ბალანსის შენარჩუნების უმთავრესი ფაქტორია არცახის არსებობა: არცახის  რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი

არცახი და  მისი არსებობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია რეგიონული, თუნდაც მსოფლიო გეოპოლიტიკური ბალანსის შესანარჩუნებლად.

ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე   წერს  არცახის  საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაბაიანი.

მან აღნიშნა, რომ არცახის გარეშე რადიკალურად შეიცვლება გეოპოლიტიკური ლანდშაფტი ამიერკავკასიაში, შემდეგ კი მიმდებარე რეგიონებში, რის შემდეგაც გეოპოლიტიკური ბალანსის შენარჩუნება ტრადიციული საშუალებებით (გეოსტრატეგიული საპირწონე სისტემა და ა.შ.) პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.

„ეს გამოიწვევს ღია, მკაცრ, პირდაპირ დაპირისპირებას ძალაუფლების ცენტრებს შორის. და რა შეიძლება მოხდეს, როცა შეუძლებელია გეოპოლიტიკური ბალანსის შენარჩუნება ტრადიციული საშუალებებით, როცა დიდი მსოფლიო და რეგიონალური ძალები ღიად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს? ვფიქრობ, პასუხი ძალიან მარტივია. მსოფლიო შესაძლოა ბირთვული ომის ზღვარზეც კი მივიდეს”, – წერს  ბაბაიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button