პოლიტიკა

რუსეთი “მზად არის” კიევთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწეროს – მედია

,,Metronome.ge” წერს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრიდან სამი თვის შემდეგ, რუსეთმა გამოაცხადა , რომ მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა.

„ჩვენ ღია ვართ მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ გვჭირდება დიპლომატიური, მშვიდობიანი გადაწყვეტილებები, მაგრამ ამას ორი ქვეყნის ნება სჭირდება. ჩვენ მზად ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას, რომელიც დაასრულებს სამოქალაქო ომს უკრაინაში და მიგვიყვანს მშვიდობამდე, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ ასეთივე რეაქცია კიევისგან“, – განაცხადა მაპუტოში მოზამბიკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მატვიენკომ.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

ნახეთ მეტი
Back to top button