
საქართველოში სომხეთის მწერალთა კავშირის პრეზიდენტის ედვარდ მილიტონიანის ინიციატივით გამომცემლობა „წიწერნაკმა“ სერიიდან „ჩვენ და სამყარო“ გამოსცა კრებული „პოლიფონიური ქვეყანა საქართველო“.
როგორც „არმენპრესი“ იუწყება, წიგნის პრეზენტაცია თბილისში, ჰოვანეს თუმანიანის სახლ-მუზეუმში გაიმართა.
კრებულში შესულია კლასიკური და თანამედროვე მწერლების საქართველოსადმი მიძღვნილი ლიტერატურული ნაწარმოებები. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდენტი ედვარდ მილიტონიანი, საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდენტი მაგვალა გონაშვილი, მწერალთა კავშირის მდივანი ბაღათერ არაბული, გაზეთ „საქართველოს“ რედაქტორი ვან ბაიბურთი და სხვა.
სომხეთის მწერალტა კავშირის თავმჯდომარემ ედვარდ მილიტონიანმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრებული არის ჰოვანეს თუმანიანის ღვაწლის გაგრძელება, აღნიშნა, რომ შემთხვევითი არ არის ამ წიგნის პრეზენტაციის ორგანიზება თუმანიანის სახლ-მუზეუმში, რადგანაც ამ კედლებს ქვეშ ქართველ და სომეხ მწერლებს ბევრი საინტერესო ღონისძიება გაუმართავთ. „ამ კრებულში შესულია ჰოვანეს თუმანიანის საქართველოსადმი მიძღვნილი ლექსები, რომლებსაც დღსაც არ დაუკარგავთ ძალა, სიყვარული, ენერგია, რაც ძალიან საჭიროა ორივე ხალხისთვის“, – თქვა მელიტონიანმა.
კრებულის შეფასებისას, მაყვალა გონაშვილმა განაცხადა, რომ წიგნს ქართულ ენაზე გამომცემლობა „მერანი“ გამოსცემს.