
სომხეთი და საქართველო კაცობრიობის ისტორიის აკვანთაგანია, – ამის შესახებ ,,რადიოლურს“ განუცხადა სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა თბილისის ეროვნული მუზეუმის რეგიონული დიდი კოლექციის ნიმუშების გაცნობის შემდეგ.
სომხეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტის ბოლო დღეს შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს, ეწვია საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და სომეხ მწერალთა პანთეონს.
სომხეთის პრეზიდენტი საქართველოში პირველ ოფიციალურ ვიზიტს დადებითად აფასებს.
„ოფიციალური შეხვედრები ერთ მიზანს ისახავს – განიხილონ არსებული პრობლემები“, – ამბობს ვაჰაგნ ხაჩატურიანი.
მისი თქმით, ორმა ქვეყანამ უნდა გამოავლინოს ისინი და შეეცადოს გადაწყვეტილებების მიღება ასეთი აქტიური ორმხრივი ვიზიტებით.
„ერთად უნდა გადავჭრათ საკითხები, ვიმსჯელოთ, ერთობლივად მივიღოთ გადაწყვეტილება არსებულ სატრანსპორტო პრობლემებზე, ჩავერთოთ ისე, როგორც ხიდის აშენების საქმეში („მეგობრობის“ ხიდი სომხეთ-საქართველოს საზღვარზე. რედ…).
პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ორი ქვეყანა მსგავსია, თბილისში მას უცხოდ არასდროს უგრძვნია თავი.
,,თბილისში არასდროს მიგრძვნია თავი უცხოდ, ოფიციალურ დონეზეც არის ეს უშუალობა.“
საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მიიღო და აღნიშნა, რომ სომხეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი სიმბოლურია, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მნიშვნელობას.

დადებითად შეაფასეს რა მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტები, მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონული მოვლენები, შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად. შეხვედრაზე მყოფმა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საქართველო-სომხური მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა გია ვოლსკიმ „რადიოლურს“ განუცხადა:
„ჩვენი ორმხრივი ვიზიტები მიზნად ისახავს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას, ჩვენს სახელმწიფოებს შორის განვითარების უზრუნველყოფას. ჩვენი ურთიერთობები ისტორიულია, ისინი ყოველთვის პოზიტიურ ატმოსფეროში იყო. პრეზიდენტის ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ პოზიტიური ურთიერთობების უნიკალურობას“.
ვიზიტის დასასრულს სომხეთის პრეზიდენტმა საქართველოს ეროვნული მუზეუმი დაათვალიერა, სადაც დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ მუზეუმში დაცული უნიკალური ნიმუშები წარადგინა. „ამ კოლექციის ნაწილი სომხეთიდანაა, მეორე ნაწილი საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიიდან, ჩვენი რეგიონიდან. „აჰა, ხმალზე სომხური წარწერაა“.
სომხეთის პრეზიდენტმა საქართველოს მუზეუმიდან მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ საუბრისას განაცხადა: „ჩვენი სამუზეუმო კოლექციები მსგავსია, რეალურად ჩვენ გვაქვს იმდენი მსგავსება, დიდი გამოუკვლეველი პოტენციალი, რომ სომეხ-ქართველ მეცნიერებს ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი.
პრეზიდენტის თქმით, სამეცნიერო თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს.
„თუ შევძლებთ ერთად მუშაობის დაწყებას, ბოლოს და ბოლოს აქ შევისწავლით კაცობრიობის ისტორიას და რომ კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი აკვანი ჩვენი რეგიონია, განსაკუთრებით სომხეთი და საქართველო, ამას მოწმობენ საქართველოს მუზეუმის უნიკალური ექსპონატები“.
პრეზიდენტის შემდეგი გაჩერება სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი იყო. საქართველოს სომეხმა საზოგადო მოღვაწემ ლევონ ჩიდილიანმა პანთეონის ისტორია წარმოადგინა. პანთეონი ჩამოყალიბდა ხოჯივანქის ირგვლივ, რომელიც 30-იანი წლებში ბერიას ბრძანებით დაინგრა, საფლავებიდან მრავალი კი განადგურდა.