საზოგადოება

სომხეთში 16 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის 27,9% ეწევა

ყოველწლიურად 31 მაისს, თამბაქოს გარეშე მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელიც ჯანმო-მ 1987 წელს დააწესა, რათა საზოგადოების ყურადღება მიიპყროს თამბაქოს მომაკვდინებელ ეფექტებზე.

როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, სრ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთში ჩატარებული კვლევის მონაცემებით, 16 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის 27,9% ეწევა. მწეველთა უმეტესობა მამაკაცია (მამაკაცების 51,5%, ქალების 1,8%), მოზარდობის ასაკში 15 წლის ვაჟების 21% და გოგონების 3% ეწევა.

2020 წლის 13 თებერვალს მიღებულ იქნა კანონი თამბაქოს ნაწარმისა და მისი შემცვლელების მოხმარებით ჯანმრთელობის დაზიანების შემცირებისა და აღკვეთის შესახებ, რომელიც ავრცელებს შეზღუდვებს ყველა თამბაქოს ნაწარმზე და მის შემცვლელზე.

კანონი კრძალავს თამბაქოს მოხმარებას ყველა დახურულ, ზოგიერთ ღია საჯარო ადგილას (მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, კულტურული დაწესებულებების, სასტუმროების, დახურული კვების ობიექტების ჩათვლით), ყველა სახის რეკლამას, რეალიზაციის პოპულარიზაციას (გაყიდვას), სპონსორობის სხვადასხვა ფორმებს, აგრეთვე მოქმედებენ სხვა დებულებებიც.

ნახეთ მეტი
Back to top button