ეკონომიკა

2021 წელს სომხეთში საშუალო ხელფასი დაახლოებით 234 ათასი დრამი (დაახლოებით 520 აშშ დოლარი) იყო. ფაშინიანი

2018 წელთან შედარებით სომხეთში სახელფასო ფონდის ჯამური მოცულობა 65%-ით გაიზარდა. ამის შესახებ სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაში 31 მაისს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წინასწარი განხილვისას განაცხადა.

უფრო მეტიც, როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2018 წელს საშუალო თვიური ხელფასი დაახლოებით 174 ათასი დრამი (დაახლოებით 385 აშშ დოლარი) იყო, 2021 წელს კი – 234 ათასი დრამი (დაახლოებით 520 აშშ დოლარი). „ამგვარად, სომხეთში საშუალო თვიური ხელფასის ზრდამ 34,4% ანუ 60 ათასი დრამი (დაახლოებით 133 აშშ დოლარი) შეადგინა“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

აღსანიშნავია, რომ „მატება“ არა მოსახლეობის ხელფასების რეალური მატებით, არამედ თანამდებობის პირებისა და პოლიციელების ხელფასების გაზრდით არის განპირობებული, ასევე სახელმწიფო მოხელეებისთვის გაცემული უზარმაზარი პრემიებით.

ნახეთ მეტი
Back to top button