ეკონომიკა
2022 წლის 1 ივლისიდან სომხეთში ბინების და მანქანების შეძენა ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით. ფაშინიანი

2022 წლის 1 ივლისიდან სომხეთში ბინების და მანქანების შეძენა ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა 31 მაისს ეროვნულ ასამბლეაში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის აღსრულების წინასწარი განხილვისას განაცხადა.
მისი თქმით, შესყიდვები ნაღდი ანგარიშსწორებითაც არის შესაძლებელი, მაგრამ ამ შემთხვევაში მათ სამართლებრივი დაცვა არ ექნებათ.
„ანუ რაიმე ქონებრივი დავის შემთხვევაში ასეთი გარიგებები ბათილად ჩაითვლება. ეს კეთდება ფულის მიმოქცევის გამჭვირვალობისა და გადასახადების უფრო ზუსტი გადახდის მიზნით“, – განმარტა ფაშინიანმა.