
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ვალდებულებას გააღრმაოს თანამშრომლობა სომხეთთან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლოდროინდელი დაძაბულობის კონტექსტში, რათა უზრუნველყოს უსაფრთხო, სტაბილური, მშვიდობიანი და აყვავებული სამხრეთ კავკასია ყველა ხალხის საკეთილდღეოდ.
ის მიესალმა ორი ქვეყნის სასაზღვრო კომისიების 24 მაისს ჩატარებულ პირველ ისტორიულ შეხვედრას და ხაზი გაუსვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რადგან დემარკაციის პროცესი გაგრძელდება.
უფრო ფართო გაგებით, პრეზიდენტმა მიშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გრძელვადიანი დარეგულირებისთვის, ყველა გადაუჭრელი საკითხი შეიძლება გადაწყდეს. პრეზიდენტ მიშელის თქმით, ყველა ფუნდამენტური საკითხი, რამაც გამოიწვია მთიანი ყარაბაღის პირველი ომი და საომარი მოქმედებების განახლება 2020 წელს, უნდა გადაწყდეს ყველა დაინტერესებული მხარის მიერ, რათა შეიქმნას პირობები ხანგრძლივი, სამართლიანი და მშვიდობიანი ყოფისათვის.
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ხალხის მშვიდობისთვის მომზადების აუცილებლობას – ამ საკითხში სუპირველესი როლი მიანიჭა საჯარო რიტორიკას. ის მიესალმა სომხეთის ხელმძღვანელობისა და აზერბაიჯანის განზრახვას მოლაპარაკებების გასაგრძელებლად კეთილსინდისიერი გარემოს შექმნის მიმართულებით და გამოთქვა ევროკავშირის მზადყოფნა გააძლიეროს მხარდაჭერა ნდობის აღდგენის ღონისძიებებისთვის.
ასევე აღნიშნულია, რომ უახლოეს დღეებში რეგიონს ეწვევა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი, რათა თვალყური ადევნოს ყველა განხილულ საკითხს.