პოლიტიკა

სომხეთისა და აზერბაიჯანის კომისიების პირველი შეხვედრა კონსტრუქციულ ატმოსფეროში გაიმართა:  გნელ  სანოსიანი

სომხეთისა და აზერბაიჯანის   საზღვრის დემარკაციისა და უსაფრთხოების კომისიების პირველმა შეხვედრამ კარგ, კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩაიარა. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გნელ სანოსიანმა აღნიშნა. მისი მოადგილე უშუალოდ არის ამ კომისიის წევრი.  

„იყო კონსტრუქციული, ნორმალური, პროფესიული განხილვა უყო.  პირველი შეხვედრისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხები იქნა წამოჭრილი, განისაზღვრა სამუშაო დღის წესრიგი და ა.შ.“ – განაცხადა სანოსიანმა.

კითხვაზე, როგორ ჩატარდა კომისიების პირველი სხდომა კონსტრუქციულ ატმოსფეროში, როცა  საზღვარზე დაძაბული მდგომარეობაა და ახლახან იქნა აზერბაიჯანელების მიერ მოკლული ჯარისკაცი   დავით  ვარდანიანი?

ამ კითხვაზე  გნელ სანოსიანმა ასეთი პასუხი გასცა:

„დიახ, საზღვარზე მომხდარი ინციდენტები აფერხებს ასეთ პროცესებს. ძალიან სამწუხაროა,  როცა ნაყოფიერი სამუშაო პროცესის შემდეგ ასეთი შემთხვევა მოხდა“.  

ნახეთ მეტი
Back to top button