ტურიზმის სფეროში მარკეტინგული პოლიტიკა ხუთ ქვეყანაზე იქნება მიმართული. ქერობიანი
ტურიზმის სფეროში სომხეთი მარკეტინგის პოლიტიკას 4 მიმართულებასა და 5 ქვეყანაზე გაამახვილებს. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ წლიური ანგარიშის წარმოდგენისას, დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა.
ქერობიანის თქმით, ტურისტული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
„ჩვენი მარკეტინგული პოლიტიკა ტურიზმის სფეროში დაფუძნებული იქნება 4 ძირითად მიმართულებაზე, 5 ქვეყანაზე. ჩვენ გვაქვს ძალიან შეზღუდული მარკეტინგული რესურსები. 4 მიმართულებაა კულტურა, ბუნება, გასტრო-სათავგადასავლო მიმართულებები. ხუთი ქვეყანა კი – რუსეთი, ირანი (რომლებიც ჯერ კიდევ ტურიზმის უმსხვილესი მიმწოდებლები არიან), ასევე გერმანია, საფრანგეთი და შეერთებული შტატები“, – განაცხადა ქერობიანმა.
მინისტრის თქმით, ისინი მიზნის მისაღწევად უახლოეს მომავალში შეეცდებიან თავიანთი ძალისხმევის კონცენტრირებას ამ 5 ქვეყნის და 4 მიმართულებით.